სახალხლო დამცველის რეკომენდაციები გენდერული საბჭოს წარმომადგენლებს

0

24 ოქტომბერს, სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითმმართველობისა და გენდერული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა, სადაც საუბარი შეეხო ქვემო ქართლის რეგიონში, ქალთა მიმართ ძალადობის   ფაქტებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ძირითადი პრობლემები და გამოწვევები იმ საჭიროების გამოსავლენად, რომელიც მსხვერპლ ქალებს დაეხმარება ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებაში. მიმოიხილეს ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციები და აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობა და აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამ საკითხთან მიმართებაში.

საინფორმაციო შეხვედრას, მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილიც ესწრებოდა.


Share.

Leave A Reply