სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის სადროშო შეუერთდება საყოველთაო ჯვრისწერის აქციას

0

2019 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის სადროშო შეუერთდება საყოველთაო ჯვრისწერის აქციას, რომელიც სრულიად საქართველოს ეკლესიებში ერთდროულად ჩატარდება საქართველოს პატრიარქის ლოცვა – კურთხევით. მიზანი საყოველთაო ჯვრისწერებისა არის ის რომ არ უნდა დარჩეს საქართველოში ჯვარდაუწერელი წყვილები და ყველა ოჯახი უნდა ატარებდეს უფლისგან ხელდასმას (ნებას) და მადლს…
მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე ბოლნელი მთავარ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით ჩვენს ეპარქიაში, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარდება საყოველთაო ჯვრისწერა, მოგიწოდებთ, მსურველმა ჯვარდაუწერელმა წყვილმა მოგვმართოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის სადროშოს წარმომადგენლობაში (დროებითი მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური)…
ჯვარდასაწერი წყვილები უნდა იყვნენ მონათლულნი, თუ მათ შორის არ იქნება რომელიმე წყვილი მონათლული, იქვე მოხდება ჯერ განათვლა და შემდეგ ჯვრისწერის ცერემონია.
მსურველებს ესაჭიროებათ შემდეგი მონაცემები: წყვილის პირადობის მოწმობის ასლები,
2 ცალი ფოტო – სურათი (3X4);
ივსება აპლიკაცია შემდეგი პირველადი მონაცემებით: სახელი და გვარი პირადობის მონაცემების მიხედვით, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილის ფაქტიური მისამართი და ტელეფონის ნომერი.მონაცემები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 8 ოქტომბრამდე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურში. ჯვრისწერისთვის წყვილებს არ მოუწევთ არანაირი ფინანსური ხარჯის გაღება. 2017 წლის 17 მაისიდან დღემდე ჯვარი დაიწერა 35 – მა წყვილმა და გვჯერა არც ამჯერად იქნება გამონაკლისი… ბედნიერებას და რწმენაში გაძლიერებას ვუსურვებთ იმ ოჯახებს, როლებმაც გაითავისეს ჯვრისწერის მნიშვნელობა და აუცილებლობა.
ერთად ღვთისაკენ! ეს არის გზა, რომელიც ქვეყანას მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე და სულიერად გააძლიერებს ერს…
ცერემონიის მომზადებაში აქტიურად იქნება ჩართული ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის სადროშო (მეთაური კობა ჟღენტი).დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, სულხან – საბა ორბელიანის ქ. N106, ტელ: 599 859 850, 599 859 851, ელ.ფოსტა: iakobi1969@gmail.com, kulturabolnisi@mail.ru


Share.

Leave A Reply