ტრეინინგი თემაზე ტუბერკულოზი და მისი დროული დიაგნისტიკა

0

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის კვლევის კავშირთან ერთად, ქვემო ქართლის მასშტაბით  ტუბერკულოზის საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტისა და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, განიხილეს ტუბერკულოზის გამომწვევი მიზეზები, მისი აღმოფხვრის გზები და რაც ყველაზე მთავარია, დროული დიაგნოსტიკა.

ტუბერკულოზთან ერთად  განხილული იყო ისეთი დაავადებები, როგორიცაა A,B,C ჰეპატიტი და მათი დიაგნოსტიკა. ასევე ისაუბრეს მოსალოდნელი ვირუსის სეზონზე და   მოსახლეობას მოუწოდეს გრიპის აცრის აუცილებლობაზე.


Share.

Leave A Reply