ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა

0

                     

ტურნირი „ოქროს შემოდგომა“ მინი ფეხბურთში დასრულდა. ფინალში სოფლების ცურტავის  და ნახიდურის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა ცურტავის გუნდის „არზუს“ გამარჯვებით დამთავრდა. ერთკვირიან ტურნირში ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის 14 გუნდი ასპარეზობდა. „ოქროს შემოდგომა“ ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ფინალში გასულ გუნდებს და წარმატებულ სპორტსმენებს სიგელები, მედლები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.


Share.

Leave A Reply