ქ. ბოლნისში, მ.ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში ჩატარდა

0

საქართველოს შიტო კაი კარატე-დოს რიგით X ჩემპიონატი „ბოლნისის თასი“
2019 წლის 26 ოქტომბერს ქ. ბოლნისში, მ.ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში ჩატარდა საქართველოს შიტო კაი კარატე-დოს რიგით X ჩემპიონატი ბავშვებს, მოზარდებს, კადეტებს, იუნიორთა და ახალგაზრდებს შორის სახელწოდებით „ბოლნისის თასი“.
საქართველოს ჩემპიონატი კუმიტეში გოგონებსა და ვაჟებს შორის ჩატარდა საერთაშორისო კარატეს ფედერაციის წესდებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტმა ნორჩმა სპორტსმენმა.
აღნიშნულ პირველობაზე საკმაოდ კარგი შედეგები უჩვენეს ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსთან არსებულ სპორტულ კლუბ „სიონის“ ნორჩმა სპორტსმენებმა, კერძოდ:
I ადგილი – 54 კგ წონით კატეგორია ნინო ახობაძე ;
I ადგილი – 38 კგ.წონით კატეგორია დავით ჯანაძე;
II ადგილი – 48 კგ. წონით კატეგორია მარიამ უგრეხელიძე;
II ადგილი – 39 კგ.წონით კატეგორია ვენერა ახობაძე;
II ადგილი – 32 კგ. წონით კატეგორია ანა სულწაძე;
II ადგილი – 32 კგ. წონით კატეგორია გიორგი ზამოიანი
III ადგილი – 49 კგ. წონით კატეგორია ნიკოლოზ დანელია;
III ადგილი – 71 კგ. წონით კატეგორია დავით კვიციანი.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი, ხოლო ჩემპიონატის გამარჯვებული და „ბოლნისის თასის“ მფლობელი გახდა ქ. თბილისის კლუბი „ოდიში“.
საქართველოს პირველობაზე გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ საქართველოს კარატეს ფედერაციის მედლებით და დიპლომებით.
ბოლნისის ნორჩ კარატისტთა გუნდი ჩემპიონატისთვის მოამზადეს მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ჩხეტიანმა, მწვრთნელებმა ცეზარ კვირიკაშვილმა, ძმებმა თორნიკე და ლაშა ჩხეტიანებმა.


Share.

Leave A Reply