ხანდაზმულთა საერთასორისო დღე სათნოების სახლის ბენეფიციარებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიულოცა

0

1991 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად ახლადრეაბილიტირებულ სათნოების სახლს ესტუმრა და დაწესებულების ბენეფიციარებს ეს დღე მიულოცა.

დავით შერაზადიშვილმა რეაბილიტირებული სათნოების სახლი დაათვალიერა, მოხუცებს გაესაუბრა და მათ მშვიდი სიბერე უსურვა.

„დღეს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი სათნოების სახლის ბენეფიციარებთან ერთად აღვნიშნეთ. ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა მოხუცებს ღირსეული სიბერე შევუქმნათ, ამ მიზნისთვის კი ბოლნისის მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო ერთად აქტიურად მუშაობს. წელს სათნოების სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ჩვენი მოხუცები მედიკამენტებითა და ჯანსაღი საკვებით არიან უზრუნველყოფილნი. მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და მოხუცებს საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარებითაც ეხმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან პენსია 20 და 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის დამატებით 30 ლარით გაიზრდება, რაც დადებითად აისახება მოხუცების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მინდა ყველა მოხუცს ეს დღე მივულოცო და მათ ღირსეული და მშვიდი სიბერე ვუსურვო“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply