გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს

0


საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს განაგრძობს .

ამჯერად, ბოლნისის მაჟორიტარმა ღია დიალოგი სოფლების: ბოლნისის, ზემო ბოლნისის, სამწევრისისა და ფოლადაურის მოსახლეობასთან გამართა.

„ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათთვის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ასევე ვიკვლევთ ადგილზე არსებულ საჭიროებებს  და მათთან ერთად ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხების მოგვარების გზებზე.“- გოგი მეშველიანი

ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს .

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღნიშნულ სოფლებში 81,805,14 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

სოფელ ბოლნისში, მოხდა  სასმელი და სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, ზემო ბოლნისში გარე განათების ქსელი მოეწყო, სამწევრისში სოფლამდე მისასვლელ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ხოლო ფოლადაურში სარწყავი ქსელი და გარე განათება მოეწყო.

შეხვედრებზე იმყოფებოდნენ  ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის  წარმომადგენლები.


Share.

Leave A Reply