ანსამბლი „ორბელი“ ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ფესტივალზე წარსდგა

0

მიმდინარე წლის 7, 8, 9 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო  ფესტივალზე ბოლნისის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ორბელი“, ხალხური სიმღერებითა და საეკლესიო გალობებით წარსდგა.

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, ითვალისწინებს როგორც შემოქმედებით, ისე სამეცნიერო სეგმენტს. აღნიშნული ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი სამეცნიერო კონფერენციას დაეთმო, რომელშიც ქართველი და უცხოელი მეცნიერები  მონაწილეობდნენ. მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ასევე ავთენტური ტრადიციის მქონე ფოლკლორულ ანსამბლებს და საეკლესიო გუნდებს, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

თორნიკე კანდელაკი, ბოლნისის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლ „ორბელის“ ხელმძღვანელი:

-აღნიშნულ ფესტივალზე უკვე მეორედ მივიღეთ მონაწილეობა, სადაც მაყურებლის  დიდი მოწონება და სიყვარული დავიმსახურეთ. მსმენელის წინაშე 10 ნომრით წარვსდექით, როგორც ხალხური, ისე საეკლესიო საგალობლებით, მივიღეთ მოწვევა უკრაინიდან, მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი აქტივობები გვაძლევს დიდ მოტივაციას.  ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას, მხარდაჭერისთვის.


Share.

Leave A Reply