აღმოაჩინე უცნობი მემკვიდრეობა – ბოლნისში გამოფენა და ფილმის ჩვენება გაიმართა

0

პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ აღნიშნულ თემატიკაზე,  საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალების გამოფენა, მცირე ლექცია „ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საუკუნის წინ“ და ფილმის „ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება გამართა. პირველი დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წელი გავიდა. საუკუნის წინ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თვითმმართველი ქალაქები, თვითმმართველი მაზრები და წვრილი სათემო თვითმმართველობები შეიქმნა.

ღონისძიების ბოლოს დარიგდა დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი – „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“ და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი „ერობა“.

დღევანდელი ღონისძიება გაიმართა გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, გამოფენას მხარს უჭერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გამოფენის პარტნიორია საქართველოს ეროვნული არქივი, რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორები არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.


Share.

Leave A Reply