ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ღვაწლმოსილი თანამშრომლის, ლეილა სილაგაძის დაბადებიდან 70 და საქმიანობის 50 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს

0

მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა იუბილარს  მადლობის სიგელი გადასცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

ლეილა სილაგაძე 1949 წლის 26 ნოემბერს დაიბადა დაბა კაზრეთში, აქვე დაამთავრა რუსული საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა ერევნის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რის შემდეგაც მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე. აქედან 40 წელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების და საქმის წარმოების განყოფილებაში უფროს სპეციალისტად. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

ლეილა სილაგაძემ მილოცვები მიიღო ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატისგან, საჯარო მოხელეთა პროფკავშირების რაიონული ორგანიზაციისა და საჯარო სამსახურის თანამშრომლებისაგან, ულამაზესი ტორტი, თაიგულები, გულთბილი მილოცვები, მადლობის სიგელები ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მუნიციპალიტეტი აფასებს კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კადრებს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა მუნიციპალიტეტი საჯარო მოხელეს აჯილდოვებს.


Share.

Leave A Reply