ბოლნისის №1 საჯარო სკოლა შვიდმა პედაგოგმა დატოვა

0

ქვეყნის მასშტაბით საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო -ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევა მიიღეს. განათლების რეფორმის ფარგლებში ინიციატივას ბოლნისის მუნიციპალიტეტის 145 პრაქტიკოსი პედაგოგი შეუერთდა და გზა ახალ თაობას დაუთმო. ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლა 7 პედაგოგმა ნელი ლარცულიანმა, მანანა შკუბულიანმა, მზია რთველიაშვილმა, მანანა რთველაძემ, ნაირა ჯაჯანიძემ, ლილი ხლუდოვამ და ლია ხურცილავამ ღირსეულად დატოვა და ადგილი საკუთარ აღზრდილებს, უკვე შემდგარ პედაგოგებს დაუთმო.


Share.

Leave A Reply