გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი ვეტერანებს შეხვდნენ

0


ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსთან ლევან ამირიძესთან ერთად განსაკუთრებული საჭიროების მქონე 5 ვეტერანს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.
მერი და ბოლნისის მაჟორიტარი ვეტერანებთან შეხვედრისას მათ საჭიროებებს გაეცნენ და სახელმწიფოს მიერ ომის ვეტერანებისთვის შეთავაზებულ სერვისებზე ისაუბრეს. „დღეს კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა ამ ადამიანებისთვის მადლობა გადამეხადა ქვეყნის სამსახურისთვის. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზე და გვახსოვდეს ვეტერანთა ღვაწლი სამშობლოს წინაშე“ – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.


Share.

Leave A Reply