დაბა კაზრეთში ათეული წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოიხსნა

0

დაბა კაზრეთში ათეული წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოიხსნა. ცხრასართულიანი ბინების მცხოვრებლებს ლიფტების არ არსებობა, დიდ პრობლემას უქმნიდა, გასნსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქომე პირებსა და ხანდაზმულებს. 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა ლიფტების დამონტაჟების სამუშაოები, რის შედეგადაც 68 სადარბაზოში, ბელორუსიაში წარმოებული 25 წლიანი საქარხნო გარანტიის ლიფტი დამონტაჟდა. სამუშაოები, 3 წლის მანძილზე, ეტაპობრივად მიმდინარეობდა და 68-დან 4 კომპანია RMG აღადგინა, დანარჩენი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ლიფტების შახტების კეთილმოწყობის სამუშაოებზე 3 მილიონ ნახევრამდე ლარი დაიხარჯა. კაზრეთში ყველა მაღალსართულიან ბინაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, სრულიად უსაფრთხო ლიფტები.


Share.

Leave A Reply