დავით შერაზადიშვილმა კონფერენციაზე „ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია წარადგინა

0

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით კონფერენცია „ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიღო, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის „გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის“ მიზნები და ამოცანები გააცნო.

დავით შერაზადიშვილის გარდა კონფერენციაში მოხსენებით 5 მუნიციპალიტეტის მერიც წარდგა. პრეზენტაციების შემდეგ 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მერებთან ერთად გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე იმსჯელეს.

კონფერენცია თბილისის მერმა კახა კალაძემ, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონიმ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისიტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გახსნეს.

„მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი არის იმ 8 მუნიციპალიტეტს შორის, რომელმაც შეიმუშავა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების გაზრდისთვის. ეს ვფიქრობ, დაგვეხმარება შევიმუშავოთ გამჭვირვალეობის სახელმძღვანელო სტანდარტები, რაც საშუალებას მოგვცეს მუნიციპალიტეტის სერვისები მოქალაქეებისთვის მეტად ხელმისაწვდომი, ქმედითუნარიანი გავხადოთ და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობა მეტად გავაძლიეროთ“ , – განაცხადა კონფერენციაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply