დევნოზაშვილების მრავალშვილიან ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დაეხმარება

0

ქალაქ ბოლნისში, იაკობ ხუცესის 54 ნომერში მცხოვრები დევნოზაშვილების მრავალსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა. სახლი, სადაც ცხოვრობენ, ავარიულია, დაბზარული კედელი რამდენიმე კვირის წინ ჩამოინგრა, ოჯახმა  ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაზარალებული ოჯახი მოინახულა, მათ მდგომარეობას გაეცნო და დახმარება აღუთქვა. სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლის რეაბილიტაცია აუდიტის  შესწავლისა და დასკვნის საფუძველზე მოხდება.

2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ოცდაერთი შეჭირვებული ოჯახის სახლის რეაბილიტაცია მოხდა. მათ 287 ათასი ლარის ღირებულების ფინმანსური დახმარება გაეწიათ, დაფინანსდა ის 375 ოჯახიც, რომლებიც სტიქიამ დააზარალა.


Share.

Leave A Reply