დიმა ლაზარეშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა

0

ქალაქ ბოლნისში ლაზარეშვილის ქუჩის მცხოვრებლებს წლების მანძილზე არსებული პრობლემა უგვარდებათ. სანიაღვრე ქსელის არ არსებობის გამო წვიმის დროს ნიაღვარი მოსახლეობის ეზოებში შედიოდა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ  რამდენიმე წელია დაიწყო. ლაზარეშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დასრულების ეტაპზეა, რის შემდეგაც მოეწყობა საკანალიზაციო სისტემები და მოპირკეთდება შიდა გზები.


Share.

Leave A Reply