თინათინ მღვდლიაშვილი ბოლნისში

0

ცნობილი ლექსების ავტორმა, მხატვარმა, საზოგადო მოღვაწემ და ხატთა შემამკობელმა, თინათინ მღვდლიაშვილმა  წუღრუღაშენის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მოილოცა, მას მეგზურობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და  სპორტის სამსახურის უფროსმა გაუწია, მონასტრის აგებულებით მოხიბლულმა პოეტმა რამდენიმე ლექსი ტაძრის ეზოში წაიკითხა და საქართველოს  გაძლიერება და გაერთიანება უსურვა.

თინათინ მღვდლიაშვილი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია, მის კალამს როგორც ლექსები, ასევე პროზაული ნაწარმოებები ეკუთვნის.  მრავალჭირნახულ გამოვლილი ქალბატონის შემოქმედებამ, რომელიც ქართული სულისკვეთების გამოძახილია გზა თავად გაიკვლია, მალევე აიტაცა და შეიყვარა საზოგადოებამ, არაერთი პრემიისა და ნომინაციის მფლობელისთვის მთავარი პატივი  და წოდება ხალხის სიყვარულია.

წუღრუღაშენის მოლოცვის შემდეგ, პოეტი წმ. იოანე ბოლნელის სახელობის  სკოლას მოსწავლეების მოწვევით ესტუმრა, სადაც წმ. ეფრემ ასურის სახელობის მერვე კლასის მოსწავლეებმა მის ლექსებზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.


Share.

Leave A Reply