მარტივი მეთოდები მავნე კუსებურასთან საბრძოლველად

0

უკვე რამდენიმე წელია საქართველოში დაფიქსირებულია აზიური ფაროსანა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს  აყენებს მოსახლეობას. მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან კი ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში,  დიდი რაოდენობით მწვანე კუსებურა გამოჩნდა. ეს არის მავნებელი, რომელიც ანადგურებს ტყის ჯიშებს. გამოსაზამთრებლად კი შედიან სახლებში, სხვენებში, სარდაფებსა და ფარდულებში. აღნიშნულმა მავნებელმა,  მიმდინარე წელს, გაანადგურა მოსახლეობის ბოსტან-ბაღჩეული კულტურები, მწიფე ხილი, ყურძნის მტევნები და ა.შ.

,,მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშნელობა აზიური ფაროსანა აზიანებს მათ მოსავალს, თუ  მწვანე კუსებურა, უნდა განვმარტო ცალსახად, რომ სახელმწიფო პროგრამა ამ შემთხვევაში ითვალისწინებს მხოლოდ  აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ საბრძოლო პროცედურებს, ამიტომ მავნე კუსებურას უნდა ვებრძოლოთ სახლის პირობებში. მოსახლეობას განვუმარტავ იმ მარტივ მეთოდებს, რითაც  შეგვიძლია დავიცვათ თავი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს „კუსებურა“ მეზამთრეობიდან გამოდის აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში. ამ პერიოდში ჩვენ აუცილებლად შევეხმიანებით მოსახლეობას საჭირო რეკომენდაციებით, მაგრამ  რა უნდა გავაკეთოთ მანამდე:

1. ნივრის ან ხახვის ფოთლების ნაყენში დავასველოთ ნაჭერი და გავუსვათ ფანჯრების და კარებების რაფებზე. პროცედურა გავიმეოროთ რამდენჯერმე.  ნაყენი სპეციფიკურ, უსიამოვნო სუნს ტოვებს რასაც ერიდება მწერი. 

2. სახლის სამხრეთ ნაწილში დავდოთ პოლიეთილენგადაკრული მუყაოს ყუთი,  ყუთს ამოვუჭრათ რგოლებად, შიგნით ჩავალაგოთ ნაჭრები ან ქაღალდები, რომელიც სითბოს ინარჩუნებს, მავნებელს ჰგონია, რომ ეს არის მისი გამოსაზამთრებელი ადგილი, შედის შიგნით და იბუდებს. 2 კვირის შემდეგ ყუთს დავწვავთ. ეს არის ბრძოლის მექანიკური, მაგრამ მეტად ეფექტური მეთოდი.

3. როდესაც მავნებელს უკვე ვამჩნევთ ოთახებში, ვიღებთ თასს, ვაფენთ ფოლგის ქაღალდს, ვასხამთ შიგნით ქაფიან წყალს და ვანათებთ ზემოდან ნათურას. ფოლგის ქაღალდიანი თასი ლაპლაპებს, რაც მინდვრის ყვავილის ასოციაციას ქმნის. ასეთი მისატყუარებით იზიდავს ის ფაროსანებს. ეს მეთოდები არის მეტად ეფექტური, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ‘’, განაცხადა, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის , ბოლნისის ოფისის ფიტოსანიტარიის ინსპექტორმა  ლია ბეჟანიშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფიტოსანიტარიის ინსპექტორს შემდეგ ნომერზე 591 91 48 55.


Share.

Leave A Reply