მუნიციპალიტეტს, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რეაბილიტირებული კიდევ ერთი ბაღი შეემატა

0

მუნიციპალიტეტში არსებული 12 საბავშვო ბაღიდან, ანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ 10 საბავშო ბაღს  კიდევ ერთი შეემატა. გარემონტებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საზეიმოდ გახსნეს. რეაბილიტირებული მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღი 4 ასაკობრივ ჯგუფზე, 100 აღსაზრდელზეა გათვლილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა სველი წერტილები, გამოიცვალა სახურავი, კეთილმოეწყო როგორც შიდა, ასევე გარე ინფრასტრუქტურა. ახალი სტანდარტების  გათვალისწინებით ოთახები აღიჭურვა ფუნქციური ინვენტარით.  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში,  უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სამზარეულოში, ნაცვლად გაზქურისა, დამონტაჟდა ელექტროქურა.

აღსაზრდელთა საჭიროებების და ასაკის გათვალისწინებით, ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით განხორციელდა.


Share.

Leave A Reply