სანიაღვრე ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

0

          

ქალაქ ბოლნისში, ასათიანისა და გამსახურდიას ქუჩებს შორის არსებული სანიაღვრე ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წლების განმავლობაში ადიდებული ხევი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს აზიანებდა, პრობლემის მოსაგვარებლად ხევში 395 მეტრი ბეტონის ჯებირი აშენდა, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით შესრულდა.


Share.

Leave A Reply