სოფელ ბალიჭში წლების მანძილზე არსებული პრობლემა გადაიჭრა

0

სოფელ ბალიჭში წლების მანძილზე არსებული პრობლემა გადაიჭრა, უხვი ნალექის დროს მოვარდნილი წყალი მოსახლეობის ეზოებს ტბორავდა და ანაგვიანებდა. ადგილობრივების თხოვნის საფუძველზე,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ მოხდა 2400 მეტრი გზის და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაციის პროექტის შეძენა.   პირველ ეტაპზე  მოეწყო ორმხრივი სანიაღვრე ქსელი, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით შესრულდა. რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას,  ის  ეტაპობრივად  განხორციელდება.  


Share.

Leave A Reply