სოფელ ზვარეთში ახალი სკოლა შენდება

0

მომავალ სასწავლო წელს ზვარეთის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებენ სწავლას, აქ წლების მანძილზე არსებული პრობლემა გვარდება. სოფელში  საბაზისო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა აღიჭურვება ცენტრალური გათბობით, ცხელი, ცივი წყლითა და ახალი ინვენტარით. ადაპტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება 2020 წლის სექტემბერში გაიხსნება.

სოფელში არსებული სკოლა, სადაც 28 მოსწავლე იღებს განათლებას, ავარიულია, მოშლილია კარ-ფანჯარა, იატაკი, ფიცრული შენობა დანგრევის პირასაა. 1939 წელს სოფლის საბჭოსთვის აშენებული ეს ნაგებობა არასდროს შეკეთებულა. უამინდობის დროს  შენობაში ისე წვიმს, როგორც გარეთ, მძიმე პირობების გამო ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილი ინვენტარის გარეშე ეზოში უტარდებათ.

ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევით ზვარეთში ახალი სკოლა და ეზოში მინი სტადიონი ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეწყობა, სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. მშენებლობა ადგილობრივი  მუშახელის დახმარებით ხორციელდება.


Share.

Leave A Reply