„სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“ – საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში პრეზენტაცია გამართა სურსათის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა. შეხვედრის მიზანი იყო  საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება სურსათის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების, სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ბოლნისის სკოლამდელი აღზრდის პედაგოგები, ასევე ბიზნესფეროში მომუშავე ექსპერტები. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში გაიმართა,  დასმულ კითხვებს ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა უპასუხა.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობის დახმარებით და ორგანიზებით შეხვედრა შედგა ბიზნესოპერატორებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. წარმოვადგინეთ პრეზენტაცია, რითაც გავაცანით სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა, სტრუქტურა და ჩვენს მიერ ქვეყნის მასშტაბით შესრულებული სამუშაოების ანგარიში. ეს არ იყო პირველი შეხვედრა, ასეთ რეჟიმში წლებია ჩვენი სამსახური აღნიშნულ ღონისძიებას ახორციელებს, რომელიც  ცოცხალი პროცესია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში უკვე ჩატარდა“, აღნიშნა bolnisi.ge-თან მირანგულა ლიპარტელიანმა.


Share.

Leave A Reply