ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, ბოლნისს ტურ -ოპერატორები ესტუმრნენ

0


ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით,  31 ოქტომბერს ბოლნისში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ქართველი და სომეხი ტურ-ოპერატორებისთვის ტრენინგი ჩატარდა  – „ორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენებით“, ტრენინგს უძღვებოდა ტურიზმის სფეროში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, ჯეკ დელფი. შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ჟვანიამ გახსნეს.  საქართველომ და სომხეთმა შემომყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებისთვის, 28-30 ოქტომბერს,  ქვეყნებისა და მათი ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად გაცნობითი ტური მოაწყვეს. აქტივობა USAID/Zrda და USAID/My Armenia პროექტების ფაგლებში განხორციელდა, რომელთა მიზანიცაა  ტურიზმის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რათა სამომავლოდ საქართველომ და სომხეთმა მსოფლიო ბაზარზე შეძლონ მაღალი ხარისხის გაყიდვადი და საინტერესო ტურისტული პროდუქტების შექმნა-წარდგენა. საინფორმაციო გაცნობითი ტურის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ტურიზმის მიმართულებით ქვეყნებში არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს, ეწვივნენ ტურისტულ ადგილებს, ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში. ,,ქართულმა და სომხურმა მხარემ პროექტის  ფარგლებში ერთობლივად შევიმუშავეთ მარშრუტები, რომლის ფარგლებშიც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა მოვაწყვეთ  ტურები სომხეთსა და საქართველოში, ჩატარდა ვორქშოპები, მოვინახულეთ ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილები. საბოლოოდ ეს შეხვედრები ტარდება იმისთვის, რომ ქართველმა და სომეხმა ტურ-ოპერატორებმა გაიცნონ ერთმანეთის კულტურა, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, რათა საბოლოოდ შევადგინოთ ერთობლივი  ტურისტული მარშრუტი, რომელიც ორივე ქვეყანაში გაიყიდება“. -აღნიშნა პროექტის წარმომადგენელმა სისაკ ხიტარიანმა.


Share.

Leave A Reply