ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები დეკემბრიდან დაიწყება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა აზერბაიჯანული კომპანიის „აკელიკ-გრუპის“ წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შერხვედრაზე „მარნეულის წყლის-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობის“ პროექტის დეტალები განიხილეს. „აკელიკ-გრუპის“ წარმომადგენლებმა მერს ინფრასტრუქტურული პროექტის ნახაზები გააცნეს.

პროექტის ფარგლებში ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში 22 კილომეტრიანი საკანალიზაციო სიტემა მოეწყობა, დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონუსური ჭები და ქალაქის მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა სრულად მოუგვარდება. სამუშაოები დეკემბერში დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს გაერთიანებული წალმომარაგების კომპანიის დაკვეთითა და აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტით ხორციელდება.


Share.

Leave A Reply