ღია დიალოგის ფარგლებში შეჭირვებული ოჯახების მიერ დასახელებული პრობლემები გვარდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ღია დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებებს ისმენენ, რამდენიმე შეჭირვებულმა ოჯახმა, საცხოვრებელი სახლების გადახურვა ითხოვა, რასაც მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად  შემუშავდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ახორციელებს კერძო სახლებზე გადახურვის სამუშაოებს. სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2017 წლიდან დღემდე 93 სახლის რეაბილიტაცია განხორციელდა, აქედან პირველივე წელს 29, 2018 წელს 38, მიმდინარე წელს კი 26  განცხადება დაკმაყოფილდა. აღნიშნული პროგრამა გათვლილია სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის, რომელიც ითვალისწინებს, საჭიროებიდან გამომდინარე სახლებზე, სხვა სამუშაოების ჩატარებას,  სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მომავალშიც  გაგრძელდება.

,,მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს ვინც გულთან მიიტანა ჩემი გასაჭირი, ავარიული სახურავის გამო წლების მანძილზე  წვიმა სახლში ჩამოდიოდა, ოჯახში ექვსი სული ვცხოვრობთ, საკუთარი ძალებით სახურავის მთლიანად შეცვლას ვერ შევძლებდი ამიტომ, დახმარება ბოლნისის ხელმძღვანელობას ვთხოვე, უყურადღებოდ არ დამტოვეს და მალევე მომიგვარეს პრობლემა’’, აღნიშნა სოფელ რატევანში მცხოვრებმა გიორგი მენთეშაშვილმა


Share.

Leave A Reply