შეჭირვებული ოჯახებისთვის ავარიული სახლების გადახურვის სამუშაოები გრძელდება

0

სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2017 წლიდან დღემდე 93 სახლის რეაბილიტაცია განხორციელდა, აქედან პირველივე წელს 29, 2018 წელს 38, ხოლო მიმდინარე წელს კი 26 მეპატრონის განცხადება დაკმაყოფილდა. მსგავსი პრობლემები ბოლნისის მუნიციპალიტეტში მრავლადაა, ბუნებრივი მოვლენები განსაკუთრებით ძველ სახლებს  აზიანებს. აღნიშნულის აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა პროგრამა, რომლის მიხედვითაც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ახორციელებს კერძო სახლებზე გადახურვის სამუშაოებს. აღნიშნული პროგრამა გათვლილია სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის, რომელიც ითვალისწინებს, საჭიროებიდან გამომდინარე სახლებზე, სხვა სამუშაოების ჩატარებას,  სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მომავალშიც გაგრძელდება.


Share.

Leave A Reply