ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვახტანგ ლაბაძეს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცეს

0


დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა მრავალგზის პრიზიორს, საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდში, ვახტანგ ლაბაძეს უმასპინძლეს, გამარჯვება მიულოცეს და პროფესიული წარმატებები უსურვეს .
ვახტანგ ლაბაძემ რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში გამართულ ჩემპიონატზე 21 წლამდელთა შორის მარცხენა ხელით, 80 კგ წონით კატეგორიაში, ფინალში უძლიერესი ყაზახი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.
მიღწეული შედეგისთვის „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი“-ს შესაბამისად ჩემპიონ ვახტანგ ლაბაძეს ერთჯერადად ფულადი ჯილდო ჩერიცხება.


Share.

Leave A Reply