ბოლნისში პირველადი ჯანდაცვის სკრინინგის ინტეგრაციის პროგრამა წარმატებით ხორციელდება

0


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მულტიდისციპლინარული შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის წარმომადგენლები. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა დღევანდელი მდგომარეობის სტატისტიკის შესახებ თუ რამდენი ადამიანია გამოკვლეული  C ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და ტუბერკულოზზე, რამდენია რეფერირებული და სამკურნალო პროგრამაში ჩართული. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აგვისტოს თვიდან ქვემო ქართლის რეგიონი ჩაერთო C ჰეპატიტის, აივ ინფექციის შიდსისა და ტუბერკულოზის პირველადი ჯანდაცვის სკრინინგის ინტეგრაციის პროგრამაში.

„დღეს იყო შემაჯამებელი შეხვედრა, როგორც უკვე აღვნიშნეთ სექტემბრის თვიდან ჩავერთეთ პროგრამაში, ფაქტიურად სრული 3 თვეა რაც ვმუშაობთ, 5 დეკემბრის მონაცემებით გვყავს პროგრამაში ჩართული 8455 მეტი პიროვნება, რომელთაგან 76 C დადებითი შემთხვევაა გამოვლენილი – სწრაფი მარტივი ტესტით, 1 აივ ინფექცია ასევე სწრაფი მარტივი ტესტით და გვაქვს  ტუბერკულოზზე 9 საეჭვო შემთხვევა, 76 დადებითი პაციენტიდან კონფირმაციული კვლევა ჩაუტარდა 64 ადამიანს, რომელთაგანაც 49 არის დადებითი და მათგან 39 ადამიანი ჩართულია მკურნალობაში. 15 ადამიანის პასუხი არის უარყოფითი“. აღნიშნა ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა.

„შეხვედრაზე მოხდა ინფორმაციების გაცვლა პროგრამის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. დღევანდელი მდგომარეობით პროგრამა მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად, სამიზნე ჯგუფები, რაც იყო გათვალისწინებული, მიღწეულია. ეს პროგრამა გრძელდება 2020 წელსაც და დაიგეგმება ახალი სამიზნეები.  ჩვენ დაგვევალა ექიმების, ექთნების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ტრენინგი, მონიტორინგი, ასევე კოორდინირება ამ პროცესის, – კოორდინირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, პირველად რგოლსა და მუნიციპალიტეტს შორის, ჩემი აზრით აღნიშნული პროგრამა ბოლნისის მუნიციპალიტეტში წარმატებულად მიმდინარეობს.“ აღნიშნა ჯანმრთელობის კვლევის კავშირის წარმომადგენელმა მაია ქაჯაიამ.


Share.

Leave A Reply