თოჯინების თეატრის ჩვენებამ სრული ანშლაგით ჩაიარა

0

პატარების წინა საახალწლო განწყობაზე წელს  განსაკუთრებით იზრუნა კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა. თითქმის ერთი საათის განმავლობაში, პატარა მაყურებელს ჯადოსნურ სამყაროში მოუწია მოგზაურობა, სადაც საშობაო მასკარადზე ნამდვილი სასწაულები ხდება და არარეალური პერსონაჟები ნამდვილ გმირებად გადაიქცევიან. სპექტაკლის ჩვენების შემდეგ მაყურებლისთვის მომღერლებმა გიორგი აბდუშელიშვილმა და სალომე წიქორიძემ საშობაო სიმღერები შეასრულეს, პატარებისთვის ასევე მოეწყო  კარაოკე.

საშობაო ზღაპრის ჩვენება 24 დეკემბერს დაიწყო და 27 დეკემბერს დასრულდა. მაყურებელთა  დიდი მოთხოვნით კი ,,მელია დედობილის საშობაო ზღაპარის“ ჩვენება ახალი წლის შემდეგ გამეორდება.


Share.

Leave A Reply