17 დეკემბერი სამთოელის დღე

0

 „არემჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კომპანიაში 17 დეკემბერი სამთოელის დღედ გამოცხადდა. 

პროფესიული დღის აღსანიშნავად, „არემჯის“ კაზრეთის ოფისში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელზეც 2019 წლის საუკეთესო სამთოელები დაჯილდოვდნენ. 

ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის მერი, ასევე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომპანიის თანამშრომლებს სამთოელის დღე საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლებმა მიულოცეს. მათ ღონისძიებაზე  კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„წმინდა ბარბარეს ხსენების დღე, რომელიც არის სამთოელების მფარველი, პროფესიულ დღედ დავაწესეთ და დასვენებად გამოვაცხადეთ. ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიანი საწარმოო ციკლის გამო ვერ შეძლებენ დასვენებას, აღნიშნული დღის შრომის ანაზაურებას ორმაგი ოდენობით მიიღებენ.  მინდა მივულოცო თითოეულ თანამშრომელს სამთოელის დღე, მადლობა 00გადავუხადო მათ ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისათვის. დღეს ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, ყოველწლიურად 17 დეკემბერს „არემჯის“ წლის შემაჯამებელ  ღონისძიებას გავმართავთ და საუკეთესო სამთოელებს გამოვავლენთ. ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებულებს და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება სტიმული ყველა თანამშრომლისთვის“ – განაცხადა არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.


Share.

Leave A Reply