16 დღიანი კამპანია – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

0


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე – სამთავრობო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. შეხვედრა რაიონული პროკურატურის ინივიატივით, მერიის ორგანიზებით და მაჟორიტარის ბიუროს ჩართულობით გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საჯარო მოხელეები, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და ის მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
2019 წლის მთავარი გზავნილია – „გაანარინჯისფერე სამყარო – თანასწორობის თაობა გაუპატიურების წინააღმდეგ“. პროკურატურის წარმომადგენლებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და მიმდინარე წლის მაისიდან მსგავსი ქმედება ისჯება კანონით.
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 16 დღიანი კამპანია სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, ეს თემა ახალია ჩვენს ქვეყანაში და კანონმდებლობაში, თუმცა ასახვა ჰპოვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ასახვა ჰპოვოს სისხლის სამართლის კოდექსშიც.
„.დღეს შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, რომელსაც ჰქონდა საინფორმაციო ხასიათი, თუ რა არის სექსუალური შევიწროება, როგორ დაიცვან თავი მოძალადისგან და დაუკავშირდნენ შესაბამის ორგანოებს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი“, აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორი ძიძიგურმა.


Share.

Leave A Reply