ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0

მიმდინარე წლის 24 იანვრიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პროფესიით იურისტი თეკლა გეთიაშვილი დაკისრებულ მოვალეობას დღეიდან ოფიციალურად შეასრულებს.

თეკლა გეთიაშვილი დაიბადა ქალაქ ბოლნისში 1977 წლის 9 სექტემბერს.  

1999 წელს დაამთავრა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მაგისტრის დიპლომით.  

2007 წელს, ასრულებდა ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს  ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის მოვალეობას. 

2007-2009 წწ.  მუშაობდა შპს „ბოლნისწყალკანალში“,

2009-2011 წწ. კი  ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იურისტად.

2013-2019 წწ. მუშაობდა, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურში. 

2019 წლიდან დღემდე მუშაობდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში იურისტად.

.ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.


Share.

Leave A Reply