ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა

0


საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა.

„კიდევ ერთხელ ადგილზე გავეცანით სოფლის საჭიროებებს და ადგილობრივებთან ერთად ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხის მოგვარების გზებზე.“-აღნიშნა გოგი მეშველიანმა

ტალავერის ერთი უბნის მოსახლოებას სასმელი წყლის საკითხი აწუხებს. დაახლოებით 100 ოჯახს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით სასმელი წყალი . ადგილობრივებთან მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად დამატებითი ჭაბურღილი მოეწყობა, დაიდგმება რეზერუარი და მოხდება დაქსელვა.

ტალავერი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დიდი სოფელია, რომელშიც 1500-მდე კომლი ცხოვრობს და ამ დროისათვის ხუთი ჭაბურღილი ფუნქციონირებს.


Share.

Leave A Reply