სამუსიკო სკოლის გაერთიანებული გუნდი სტუმრად მეუფესთან

0

ქართული კულტურისა და ხელოვნების ქომაგის,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსის, კობა ჟღენტის ინიციატივით,  სამუსიკო სკოლის გაერთიანებული გუნდი,   ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, ბოლნელ მთავარეპისკოპოსს,  მეუფე ეფრემს,  რეზიდენციაში ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი  მიულოცეს და საშობაო საგალობლები შეასრულეს.

მეუფე სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებს ეზოში მიეგება. აღნიშნა,  რომ ეს ბავშვები არიან  პირველები, ვინც მას  დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.  მოსწავლეებმა როიალთან საშობაო საგალობლები  შეასრულეს. მეუფემ სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები, მათი პედაგოგი  და თითოეული სტუმარი  დალოცა და  ხატები უსახსოვრა.  

კობა ჟღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი:

სამუსიკო სკოლაში ყოველი საანგარიშო ჩვენება, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება,  ძალიან საინტერესოა. მოვისმინე ამ გუნდის ნამღერი,  კიდევ უფრო   გალამაზებული რეპერტუარით, გადავწყვიტეთ მეუფემდე მიგვეტანა ეს შემოქმედებითი დოვლათი. არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო,  თბილი და ამაღელვებელი განწყობით ვტოვებთ მეუფის სამყოფელს, რომელიც, როგორც   თვითონ ბრძანებს,  არის თითოეული ბოლნისელის სახლი.  

მეუფე ეფრემი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი: 

ეს არის უდიდესი სიხარული და ბედნიერება.  თითოეული ბავშვი  მიწიერი ანგელოზია, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მინდა დავლოცო სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები, ქალბატონი ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი სულიერი ოჯახი, რომლებმაც დაგვატკბეს თავიანთი საგალობლებით, ახალი სიმღერებით და ასე მოგვილოცეს შობა- ახალი წელი, რაც  ყველაზე დიდი საჩუქარია. ვლოცავ და დარწმუნებული ვარ, წარმატებები ექნებათ ყველა ასპარეზზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ნინო დვალიშვილი, ზაურ ხუჯასძის სახელობის სამუსიკო სკოლის გაერთიანებული გუნდის ხორ- მეისტერი:

უპირველეს ყოვლისა, სრულიად საქართველოს ვულოცავ შობა- ახალ წელს, ჯანმრთელობა, ბედნიერება და მშვიდობა ყოფილიყოს თითოეულის ოჯახში. დღეს განსაკუთრებული დღე  გვაქვს, მეუფის რეზიდენციაში სტუმრობა  ჩვენთვის დიდი პატივია,  შევასრულეთ ანა კალანდაძის ულამაზესი საშობაო- საახალწლო სიმღერები. მეუფემ დაგვლოცა და დაასაჩუქრა  თითოეული ბავშვი და მისი  მშობელი.

მარიამ ისიანი,  სამუსიკო სკოლის გაერთიანებული გუნდის წევრი:

ჩემთვის  მნიშვნელოვანი დღე იყო,  ძალიან დიდი შვება ვიგრძენი მეუფესთან სტუმრობით. ვიმღერეთ საგალობლები  და  მივულოცეთ შობის დღესასწაული.  ეს დღე  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  და დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. 

მარიამ კორტავა, სამუსიკო სკოლის გაერთიანებული გუნდის წევრი:

ძალიან კარგი და დაუვიწყარი დღე იყო, ვეწვიეთ მეუფე ეფრემს, ვიმღერეთ  საშობაო საგალობლები. დაგვლოცა მეუფემ და დაგვასაჩუქრა ტკბილეულით და ხატებით. 


Share.

Leave A Reply