სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2020 წელსაც განხორციელდება

0

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2020 წელსაც განხორციელდება.

პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და შარშანდელის მსგავსად, წელსაც მისი ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი იქნება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

თებერვლიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სოფლის კრებები გაიმართება, სადაც მოსახლეობა მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტებს დაასახელებს.

„მოხარული ვარ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წელსაც განხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთებას შევძლებთ. მოსახლეობა თავად აარჩევს მათ სოფლებში რა პრობლემები უნდა მოგვარდეს, ეს ჩართულობა კი ვფიქრობ პროგრამის ეფექტურობას უზრუნველყოფს, რაც პროექტს მეტად საჭიროს ხდის“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply