სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ახალი რედაქციით დამტკიცდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ახალი რედაქციით დაამტკიცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და მაქსიმალურად არის მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული .

თუ აქამდე ბოლნისის მერია სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევევის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას უწევდა . ცვლილების შედეგად ერთჯერადი დახმარება სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებზე გავრცელდება. კერძოდ, პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს); სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს(სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი; სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რომლებსაც 65 000-დან 100 000-მდე ქულა მინიჭებული აქვთ გასულ და მიმდინარე წლებში), რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და საცხოვრებელი სახლები არ არის საცხოვრისად ვარგისი; სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებს (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი და ასევე ოჯახებს, რომლებიც იმყოფებიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაცემის მომენტში ვერ ხვდებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიებში.

ახალი წესი ძალაში 1 თებერვლიდან შევა.


Share.

Leave A Reply