„სპექტრის“ პრეზენტაცია ბოლნისში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი მეშველიანის ბიუროს ორგანიზებით, საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორმა სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-სამოტივაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა გახსნა, მან  პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მიდგომებზე ისაუბრა, რის შემდეგაც  „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ, სასწავლებლის მიზნებსა და ამოცანებზე, პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და  პროგრამებზე ისაუბრა. საინფორმაციო შეხვედრას  ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ ამ სლოგანის საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის მიზანი პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება იყო, განხილულ იქნა არა ერთი თემა.   დასასრულს  „სპექტრის“ წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.


Share.

Leave A Reply