ქალაქ ბოლნისში დავით აღმაშენებლის ქ.N54 _ში მრავალბინიანი სახლის მაცხოვრებლებს არსებული პრობლემა მოუგვარდება

0

დღეს საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

9 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს ინდმეწარმე გიორგი სააკოვი ასრულებს. ოთხ სადარბაზოში გამოიცვლება საკანალიზაციო მილები, გაიწმინდება ჭები და სარდაფები. სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება.

,,ადგილობრივმა მოსახლეობამ დეკემბრის თვეში საკუთარი პრობლემის შესახებ მომწერა,ჩემი წარმომადგენლები მდგომარეობას გაეცნენ და დღეს უკვე პრობლემის აღმოსაფხვრელად ღონისძიებები მიმდინარეობს,” განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Leave A Reply