დაბა კაზრეთში მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დაიდგა

0


დაბა კაზრეთის ქუჩებში მიუსაფარი ცხოველებისთვის ფერადი, მყუდრო სახლები დაიდგა, „ვიზრუნოთ ოთხფეხა მეგობრებზე,’’ ამ იდეამ დაბის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გააერთიანა, ახალგაზრდული იდეის ფარგლებში მეათე კლასის მოსწავლემ ლიზი ნასყიდაშვილმა და მისმა მეგობრებმა, განსხვავებული პროექტი დაწერეს, რომელიც ქუჩაში მოსიარულე ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვას ეხება. ევროპის ფონდის დაფინანსებით, მეგობრებმა, ფერადი სახლები და ფრინველებისთვის საკვები დაფები შეიძინეს, მცირე გრანტის ფარგლებში ახალგაზრდებმა საკვებიც იყიდეს, როგორც პროექტის დამხმარე კოორდინატორი აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა, გარდა ზრუნვისა, თემის გააქტიურებას და სიყვარულის გაღვივებას ისახავს მიზნად.“
,,ჩვენს მიერ შეძენილი საკვების გათავების შემდეგ პერიოდულად მოვაწყობთ საკვების შეგროვების აქციებს, ასევე სოციალური მედიის საშუალებით, ვთხოვთ მოსახლეობას, ჩაერთონ და დაგვეხმარონ ოთხფეხა მეგობრების გამოკვებაში. მთავარია ჩვენს მომავალს ჩავუნერგოთ, ვასწავლოთ და გავუღვიძოთ მიუსაფარი ცხოველების სიყვარული. ნაკლები აგრესია და მეტი პოზიტივი, სიყვარული ერთმანეთისა და ყოველი ცოცხალი არსების მიმართ“. აცხადებს პროექტის დამხმარე კოორდინატორი ფიქრია ეპიტაშვილი.


Share.

Leave A Reply