დღეს „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

0

,,ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“, 80 ქულით, ბოლნისის №1 საჯარო სკოლის, IX კლასის მოსწავლე ნიკოლოზ პაპუნაშვილი გახდა, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ
„ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ მერიისგან ერთი წლის განმავლობაში 100 ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

შესარჩევი ტური დღეს დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა, რომელსაც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია, კომპანია ,,RMG”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნატალი ნოზაძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“ გოჰარ ხურშუტიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ ბოლნისის საჯარო სკოლას გადაეცა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.


Share.

Leave A Reply