პროექტის ახალგაზრდა მენეჯერები

0

პროექტის მართვის ინსტიტუტმა 12 თებერვალს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,  მე-9-12-ე კლასების მოსწავლეებისთვის, პროექტის მართვის საფუძვლებისა და პროექტის მენეჯერის პროფესიის შესახებ, პირველ სემინარი ჩაატარა.  

სემინარს დაესწრნენ ბოლნისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები,  რომლებიც   გაეცვნენ პროექტის მართვის არსს,  მენეჯერის როლს და მის უფლება-მოვალეობებს. პროექტის პრაქტიკოსმა  მენეჯერებმა  კი ისაუბრეს რეალურ მაგალითებზე და  მათივე  განხორციელებულ პროექტებზე. სემინარების ციკლი იწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან და 2020 წლის განმავლობაში,  12 მუნიციპალიტეტს მოიცავს, რომელსაც მოხალისეობრივ საფუძველზე, პროექტის პრაქტიკოსი  მენეჯერები ჩაატარებენ.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ვიწყებთ ამ პროექტს და 12 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროექტი გათვლილიაიმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ცოტა ხანში დაიწყებენ პროფესიის არჩევას. მას ახორციელებს PMI – პროექტის მართვის ისტიტუტი, რომელიც  მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციაა და  პროექტის, პროგრამის ან პორტფელის მართვას მიიჩნევს თავის პროფესიად.  PMI – იმ 2019 წელს იზეიმა დაარსებიდან 50 წლისთავი, დღეისათვის კი  ითვლება პროექტების, პროგრამების, პორტფოლიოს მართვის სტანდარტების გამავრცელებელ და მეთოდოლოგიის დამნერგავ, მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ორგანიზაციად. ორგანიზაცია აერთიანებს 900 ათასზე მეტ პროფესიონალს და აქვს 300-ზე მეტი წარმომადგენლობა 80-ზე მეტ ქვეყანაში. ბოლნისი ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტია და ჩვენთვის პრიორიტეტია აქედან დაგვეწყო მოსწავლეებთან შეხვედრები. სწორედ, ამ  შეხვედრებიდან გამოჩნდება, რა აინტერესებთ, რა უნდათ, რომ სწორად დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯებიც’’- აღნიშნა ზვიად არჩვაძემ, კოორდინატორმა საქართველო – აზერბაიჯანში ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.

 ლელა მაჩაიძე, პროექტის მართვის ინსტიტუტის პრეზიდენტი:

ჩვენ დღეს წარმოვადგენთ პროექტის მართვის ინსტიტუტს,  რომელიც  თბილისში დაარსდა 2018 წელს. ის ხელს უწყობს საქართველოში პროექტების, პროგრამების და პორტფოლიოების მართვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, პროფესიის შესახებ ცნობადობის ზრდას და პრაქტიკოსი მენეჯერების მნიშვნელობის აღიარებას. ჩვენ ვართ  მოხალისეები, პროექტის მენეჯერები და  გვსურს  ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ სკოლის მოსწავლეებს. ავუხსნათ, როგორ უნდა მართო პროექტი და რა არის მისი არსი. როგორ უნდა დაიგეგმოს და რა არის პროექტის მენეჯერის პროფესია, რათა სამომავლოდ გაუადვილდეთ პროფესიის არჩევა.


Share.

Leave A Reply