როგორი მდგომარეობაა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე

0

a47149bბოლნისის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე დილიდან შეფერხებული იყო ავტოსატრანპორტო საშუალებების გადაადგილება. ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო, დილის საათებში მუნიციპალურ ტრანსპორტსაც გაუჭირდა მოძრაობა.  ამ დროისთვთვის მიმდინარეობს დაბა კაზრეთსა და სოფელ ხატისოფელში  მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. სოფელ დარბაზში გაგზავნილია სამუშაო ჯგუფი. 24 იანვარს გაიწმინდა სოფელ ტანძიისკენ მიმავალი გზა, რომელიც მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არ არის. აღნიშნული საავტომობილო გზა დღესაც საჭიროებს გაწმენდით სამუშაოებს. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


Share.

Comments are closed.