„ეტალონის” წამყვანმა ბოლნისური მასპინძლობა შეაფასა

0

10151356_1157678740909185_8035959792201536281_n„ბოლნისური მობილიზება, საქართველოს ნაკრები. . . და დები ნავერიანები

ბოლნისში ჩასვლისთანავე ვიგრძენი ბოლნისელების მხარდაჭერა და Gogi Meshveliani -ის ორგანიზატორული ნიჭი (მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს გოგის სერიოზული მიზეზი ჰქონდა და მოსვლა ვერ შეძლო). . .

კულტურის სახლში ყველა და ყველაფერი მზად დაგვხვდა. . .

შსს-ს დაცვის პოლოციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ტრადიციულად, იქვე იმყოფებოდნენ და საიმედოობისა და წესრიგის განცდას ქმნიდნენ. . . მე-3 წელია, რაც დპდ-სთან ვთანამშრომლობთ და მათი სლოგანი ”იყავი დაცული ყოველთვის, იყავი მშვიდად ყველგან” სულ უფრო მეტად მომწონს. . .

იქვე დავრწმუნდი, რომ ბოლნისი საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულთა ნაკრებია, რომელთაც ერთმანეთის ზნე-ჩვევებიდან მხოლოდ საუკეთესო თვისებები აუღიათ და შეუსისხლხორცებიათ. . . ”ეტალონის” მონაწილენი, ქართველების გარდა, აზერბაიჯანელი და სომეხი უფროსკლასელებიც იყვნენ. . . აზარტული შეჯიბრი გამოვიდა. . .

ამასთან, ძალიან მომეწონა პატარა ყმაწვილის დიმიტრი თეიმურაზიანის ნამღერი ”თბილისო” – თანაც გამიკვირდა, საიდან ამოსდიოდა ამ პატარა კაცს ამხელა ხმა. . .

ბოლნისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ია სვანიძე და გამგებლის მოადგილე ქალბატონი Valentina Naveriani გამორჩეულად მინდა გამოვყო და გაწეული შრომისთვის მადლობა მოვახსენო. . .

ამასთან, აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ქალბატონი ვალენტინა იმ Neli Naveriani დედმამისშვილი აღმოჩნდა, რომლის ინიციატივითაც პედაგოგებმა ”ეტალონის” ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. . . ხელმოწერების რიცხვმა დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ლამის 25.000-ს მიაღწია. . .
”ბოლნისურ” ”ეტალონს” ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია და ლევან ჟვანიაც ესწრებოდნენ. . .

თამაშის მსვლელობისას რამდენიმე ადამიანი: აზერბაიჯანელი კოლორიტი პედაგოგი, ჩაფსკვნილი ბოლნისელი ყმაწვილი და უიშვიათესი თმის მქონე ბოლნისელი გოგონა (მეტსახელით ჩიჩილაკა) სცენაზე ამოვიყვანე და დარბაზი კიდევ უფრო გახალისდა. . .

ბოლოს იყო ყველაზე მაღალქულიანთა სამეულის დასახელება და ბოლნისის ”ეტალონი” მოსწავლის გამოვლენა, რომელის სიტყვები ახლაც ყურში ჩამესმის – ”ახლა კი მჯერა, რომ სასწაულები ხდება!” – ასეთი ემოციური სიტყვებით შეაფასა ბოლნისში სტუმრობა გოჩა ტყეშელაშილმა.


Share.

Comments are closed.