დაბა კაზრეთში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო

0

12922339_1027424407346968_1081933686_oმდინარე მაშავერაზე გადასასვლელ სამანქანო ხიდს სარემონტო სამუშაოები უტარდება. კეთდება საფეხმავლო ბილიკი, დამცავი ჯებირები, გამაგრდება და შეიღებება მოაჯირეები. სამუშაოები ოთხ მარტს დაიწყო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ერთადერთი ხიდი, რომლითაც დაბის მოსახლეობა გადაადგილდება, დაზიანებული იყო, ფეხითმოსიარულეებს სამანქანო გზაზე უწევდათ სიარული, რაც მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა.


Share.

Comments are closed.