მეტი მოსავალი ნაკლები წყლის ხარჯზე – საქართველოს მელიორაციის კამპანია ფერმერებისთვის

0

13310463_511871172338586_8746276251092790055_nსაქართველოს მელიორაციის კამპანიის ფარგლებში დღეს, ფერმერი შოთა ცუხოშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და ფერმერებს შეხვდა. მან აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, კერძოდ წვეთოვანი მორწყვის სისტემის უპირატესობაზე ესაუბრა. შოთა ცუხოშვილმა ფერმერებს ურჩია გამოიყენონ წვეთოვანი მორწყვის სისტემა, რათა დახარჯონ ნაკლები დრო და ნაკლები წყალი, უფრო მეტი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

შოთა ცუხოშვილი, ფერმერი:

-პირადი გამოცდილებიდან მე ამ თანამედროვე მორწყვის სისტემას ვუწევ რეკომენდაციას. თუ ფერმერები გამოიყენებენ ამ მეთოდს, მიიღებენ უფრო მეტ მოსავალს, ვიდრე მიღვარვით მორწყვის შედეგად.


Share.

Leave A Reply