უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

0
11039241_1659227920967128_3842574281773367012_oსაქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება და მათი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძია 18-65 წლის ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით.

სწავლების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტრენინგები ჩატარდება დაბა კაზრეთის  საზოგადოებრივ ცენტრში. მსურველებმა რეგისტრაცია უნდაგაიარონ მითითებულ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა


Share.

Comments are closed.