ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

0

anri-joxadze-704x400ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კონცერტი დაბის კულტურის სახლში ჩაატარა, მან ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები გააჟღერა და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

სოლო კონცერტს მომღერლის პატარა მეგობარი სოფიო მაისურაძე ალამაზებდა.

სიმღერებით მოხიბლულმა პატარა მაყურებლებმა დარბაზი დატოვეს და სცენაზე გადაინაცვლეს, ეს კი კონცერტის ერთ-ერთი ლამაზი და შთამბეჭდავი მომენტი იყო.

ბოლნისი მეთორმეტე მუნიციპალიტეტია, სადაც ანრი ჯოხაძემ სოლო კონცერტი ტურნეს ფარგლებში გამართა.


Share.

Comments are closed.