სავარჯიშო ბალიშები და ბურთები კაზრეთის „ყოჩებს“

0

13490630_1211662132177260_5374594293081655966_o„არემჯიმ“ კაზრეთის რაგბის გუნდ „ყოჩებს“ საჩუქრად სავარჯიშო ბალიშები და ბურთები გადასცა. კომპანიამ ყოველთვიურ დაფინანსებასთან ერთად მათ დამატებით საჭიროებებზე მას შემდეგ იზრუნა, რაც კაზრეთის მორაგბეთა გუნდის მწვრთვნელმა შოთა მაღრაძემ აღნიშნულ სპორტულ ინვენტართან დაკავშირებით კომპანიას თხოვნით მიმართა. შოთა მაღრაძე (კაზრეთის „ყოჩების“ მწვრთვნელი) – „არემჯიმ“ საჩუქრად ხუთი სავარჯიშო ბალიში და ექვსი ბურთი შეგვიძინა რაც ყოველდღიური ვარჯიშებისთვის გვესაჭიროებოდა. სანაკრებოდ გამოგვადგება ეს ბალიშები, რაც კაზრეთის ყოჩებისთვის წარმატების საწინდარი იქნება. ვარჯიშის დროს უკვე ვიყენებთ ამ ბალიშებს. ბავშვებმა გამოასწორეს დაჯახება, შერკინება და ფაქტიურად ეს მათ თამაშზეც აისახა. თბილისის „ჯიქები“ ჩვენს სტადიონზე 26:5 დავამარცხეთ. ამ წელს პირველად დავიწყეთ თამაში საქართველოს B ლიგაში, უკვე მეხუთე ადგილზე ვართ და გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები. სექტემბერში იწყება სანაკრებო შეკრება და გვაქვს იმედი, რომ რამოდენიმე სპორტსმენს გამოიძახებენ. ასეთი სავარჯიშო ბალიშები ბევრ გუნდს არ აქვს, მაგრამ კაზრეთელი მორაგბეები „არემჯის“ დამსახურებით ამით ვარჯიშობენ!“ ამ წლის სეზონზე, კაზრეთის რაგბის გუნდი, პირველად მონაწილეობს საქართველოს B ლიგაში და უკვე მყარად ინარჩუნებს მეხუთე პოზიციას.


Share.

Comments are closed.