80-მდე ბოლნისელ ხანდაზმულს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა

0

tvaliქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალში ჯავრიშვილის კლინიკის ოფთალმოლოგებმა გამოკვლევები ჩაატარეს, სადაც ძირითადი აქცენტი კატარაქტაზე იყო გამახვილებული. აქციის ფარგლებში 80-მდე ხანდაზმული ბენეფიციარის კატეგორია  იქნა გამოკვლეული, ვისაც   ქალაქში გადაადგილება უჭირს.

„დღეს ჩვენთან სტუმრად ბრძანდებიან ჯავრიშვილის კლინიკის ოფთალმოლოგები და გამოიკვლიეს ბენეფიციარები. დიდ მადლობას ვუხდით გუბერნიას და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელთა შუამდგომლობითაც ხდება ამ აქციის ორგანიზება“. – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალის კორდინატორმა დინარა პირველმა.

ჟანა ცაბაძე, ჯავრიშვილის კლინიკის ქვემო ქართლის რეგიონალური მენეჯერი:

-ჩვენი დღევანდელი ვიზიტი, შეიძლება ითქვას, რომ დროულიცაა და დაგვიანებულიც, ძალიან ბევრი პაციენტი უსახსრობის  ანდა იმის გამო, რომ ნაკლებად იციან დაავადების შესახებ, არ მიმართავენ ექიმს. აქციის ფარგლებში გამოკვლევების შედეგად აღმოჩენილი დაავადებები საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას. კლინიკას აქვს მობილური კლინიკა, რაც გულისხმობს რომ ადგილზე ჩაუტარდებათ ოპერაციები. დღევანდელი დიაგნოსტიკა ძირითადად ადგილობრივ დონეზე იყო, მაგრამ როცა პაციენტი მოვა საოპერაციოდ მას ჩაუტარდება დამატებითი კვლევები. წინა საოპერაციოდ, საბუთების მოწესრიგებაც ჩვენი პრეროგატივაა. ასე რომ, ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ პაციენტებს.

ლენა მიქელაძე, ბენეფიციარი:

-გავიგე რომ თვალის გამოკვლევაზე ტარდება აქცია, მაწუხებს ორივე თვალი. მოვედი, გამსინჯეს, გამომიკვლიეს და დამიდგინეს, რომ მაქვს კატარაქტა. 31 ივლისს მოვლენ, გავიკეთებ ოპერაციას და ვიქნები კარგად. თბილისში ვერ წავიდოდი, რადგან არ მაქვს ამის საშუალება. დიდი მადლობა ყველას.


Share.

Comments are closed.